გადავინაცვლოთ არც ისე შორეულ წარსულში და გავიხსენოთ, როგორ აღნიშნავდნენ „თბილისობას“ სხვადასხვა წლებში
წელს ყველაზე კაშკაშა, მხიარული და გემრიელი დღესასწაული - „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. უყურეთ ფოტოლენტაში, როგორ აღნიშნავდნენ „თბილისობას“ წინა წლებში.
პირველად ეს დღესასწაული შორეულ 1979 წელს, ოქტომბერში იზეიმეს. მაგრამ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო საქართველოში 1989 წლიდან 1994 წლამდე „თბილისობა“ არ გამართულა.
სხვადასხვა წლებში „თბილისობაზე“ ყველაფერი იყო მხიარული, ლამაზი და გემრიელი. მეარღნე, კინტოები, ჩოხაში გამოწყობილი ბავშვები. ღვინით სავსე დოქები, ბლომად ხილი, სურნელოვანი მწვადი, ყვავილები და ულამაზესი ღიმილი.
„თბილისობას“ ტრადიციულად ესწრებოდნენ ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილია არტისტები, ანსამბლები და დედაქალაქის საპატიო სტუმრები. და ეს დღე ყოველთვის ასახავდა თბილისის მდიდარ მრავალეროვნულ ტრადიციებს, მის კოლორიტს, სულსა და ხასიათს.