მოდელმა ნუკი კოშკეშილიშვილმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა და თავის გულშემატკივრებს ახალი სასაუბრო თემის შერჩევა შესთავაზა. გოგონა ხშირად წერს დიეტებსა და წონის კლებაზე. როგორც ნუკი ამბობს, დიეტებზე ბევრმა საუბარმა „ჭკუიდან გადადგა“.
„მგონია კიდევ რომ დავწერო ან თქვენ ჩამქოლავთ ან მეთვითონ ჩავიქოლავ თავს. და არის ნეტავ რამე თემა რაზეც გაინტერესებთ საუბარი? დიდი ხანია არაფერი დამიწერია და მომენატრეთ“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.
ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს.