Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიმალავდა, რომ ქორწინებაში იყო, მორალურად გამტეხეს“-გუფი ქეთასთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა

© Facebook / Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქსენია სობჩაკის შოუს Осторожно, Собчак! ახალი გმირი რეპერი გუფი იყო. ის რუსული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული სახეა, თუმცა ქართველებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მისი და ქეთა თოფურიას რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის ქეთა თოფურიასა და ალექსეი დოლმატოვის (გუფის) რომანის დასრულების შესახებ ცნობილი 2018 წლის ბოლოს გახდა. როგორც რუსულ მასმედიაში წერდნენ, ეს გუფის ღალატის გამო მოხდა.

გუფმა გადაცემაში Осторожно, Собчак! რეპერ ტიმატისთან ჩაწერილ სკანდალურ დუეტზე, ქეთა თოფურიასთან დაშორებაზე და სხვა თემებზე ისაუბრა. გუფმა ინტერვიუში თქვა, რომ სიმღერა Пусто მას მიუძღვნა და ისიც აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ გული ძალიან ეტკინა.

„ქეთა იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ვხედავდი ჩემს მომავალს, მაგრამ ბოლოს მორალურად გამტეხეს“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

ალექსეი დოლმატოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ნარკოტიკებზე უარის თქმა სწორედ სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მის ცხოვრებაში ქეთა თოფურია გამოჩნდა. მისი თქმით, ქეთა პირველივე ნახვისას შეუყვარდა.

„ის ჩემთან მალავდა, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მას ჰყავდა შვილი და ვერსად ვჩნდებოდი მასთან ერთად, რადგან ის იყო ქეთა თოფურია“, – ამბობს რეპერი.

ინტერვიუს დროს ქსენია სობჩაკმა თქვა, რომ ქეთა გუფის მთავარი სიყვარული იყო, რასაც რეპერი დაეთანხმა. მან აღნიშნა, რომ სანამ დაშორდებოდნენ, თავად შესანიშნავად იქცეოდა.

„ხელზე ოპერაცია გავიკეთე, ვიწექი, მან მოულოდნელად მითხრა, რომ მე ძალიან გავცივდი. ვერც მივხვდი, ეს რატომ მითხრა...“ – ამბობს გუფი.

რამდენიმე დღის წინ ქეთა თოფურიამ ახალი სიყვარულის, 35 წლის დიპლომატის ფოტო გამოაქვეყნა და თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ სიყვარულის სჯერა, გუფს კი ახალი სიყვარული ამ დრომდე არ უპოვია.

„მე ის ისევ მიყვარს. ისევ ჩემ გულშია ეს ადამიანი“, – განაცხადა დოლმატოვმა.

ქსენიამ რეპერს ჰკითხა, როგორ მოიქცეოდა, ქეთა თოფურიას რომ დაერეკა და შერიგება ეთხოვა, რაზეც რეპერმა შემდეგი პასუხი გასცა: „არ შევურიგდები, რადგან მისი მატარებელი ჩავლილია. ზედმეტად მტკიოდა გული ამ პერიოდის მანძილზე, ასე არავინ მომქცევია“.

ქეთა თოფურიასა და რეპერის ურთიერთობას 2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა. 32 წლის ქეთასა და 39 წლის გუფის ურთიერთობები დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდა. ისინი თავდაპირველად მალავდნენ კავშირს, მაგრამ მოგვიანებით მათი რომანტიკული ურთიერთობები ყველასთვის ცხადი გახდა.

2017 წლის სექტემბერში თოფურიამ მაინც აღიარა, რომ დიდი ხანია მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად აღარ ცხოვრობდა. ამ ქორწინებიდან თოფურიას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო, ხოლო 2013 წელს დაქორწინდა.

ყველა ახალი ამბავი
0