პალიასტომის ტბაში თევზები დაიხოცა - ვიდეო

გამოწერა
სპეციალისტები ფოთში თევზების დახოცვის მიზეზებს არკვევენ

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალისტების თქმით, გამორიყული თევზი ძირითადად კეფალის სახეობის არის.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ცნობით თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ. ხოლო მსგავსი შემთხვევა კი ბოლო რამდენიმე წელია, პერიოდულად ფიქსირდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

აჭარაში დელფინების სიკვდილის ფაქტებს იკვლევენ >>

აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები კი უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

ყველა ახალი ამბავი
0