„შევცდი, ეს რომ მექნა, ახლა ცოცხალი იქნებოდა“ – ლენო გვარჯალაძის მამა

© Photo: George Gvarjaladze / FBგიორგი გვარჯალაძე
გიორგი გვარჯალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 წლის გოგონა, რომელიც საბურთალოზე, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადავარდა, მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის და ჟურნალისტ ლულუ კახიანის შვილია.

ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას მამა გიორგი გვარჯალაძე გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ლენოსა და მის ურთიერთობაზე საუბრობს და მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

გიორგი გვარჯალაძის თქმით, ლენოს პირად კომპიუტერში ჩანაწერი ჰქონდა, სადაც ეწერა „28 სიკვდილამდე“. მუსიკოსი თავს იდანაშაულებს იმაში, რომ ეს ჩანაწერი არ ნახა, რადგან მიხვდებოდა გოგონას ჩანაფიქრს, ჩანაწერში პირდაპირ ეწერა, რომ ის აივნიდან გადახტომას აპირებდა.

„ვხვდებოდი, რომ ამას აპირებდა. ვუთხარი კიდეც, პირდაპირ ხომ აპირებ აივნიდან გადახტომას-მეთქი, ჩემი ნათქვამიდან 3 საათში გადახტა კიდეც“, – ამბობს გვარჯალაძე.

ლენო გვარჯალაძე საბურთალოზე გვიან ღამით კორპუსის მეშვიდე სართულიდან მაისში გადავარდა. მისი დედა ცნობილი ტელეწამყვანი ლულუ კახიანია.

ყველა ახალი ამბავი
0