Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მირჩევნია ბერასთან უგემურად ვჭამო, ვიდრე გემრიელად მის გარეშე“ – ვინ ეხმაურება მუსიკოსს

© photo: Bera Official / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილს თბილისსა და მის საზღვრებს გარეთ უამრავი მეგობარი ჰყავს. მათ შორის არიან ცნობილი ქართველები და ევროპაში მოღვაწე ვარსკვლავები. მის უახლეს კლიპებსა და წარმატებას თითოეული მათგანი გულმხურვალედ ულოცავს. ვინ დაუწერა ამჯერად ბერა ივანიშვილს ემოციური სიტყვები?..

ტელეკომპანია GDS-მა და ბერას ახალმა პროექტებმა რამდენიმე წლის წინ ბევრი იუმორისტი და ცნობილი ქართველი გააერთიანა. საინტერესო გადაცემების გარშემო უამრავმა პროფესიონალმა მოიყარა თავი და გადაცემები მეტად აქტუალური და პოპულარული გახდა. ბერაც, თავის მხრივ, აქტიურად იყო ჩართული არხის განვითარებაში და სხვადასხვა ქვეყნებიდან პროდიუსერები და ქორეოგრაფები ჩამოჰყავდა. მათ შორის არის საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი აფროამერიკელი მოცეკვავე ზაკ რისი, რომელიც ტელეარხ „იმედზე“ პროექტ „შენ შეგიძლია ცეკვას“ ხელმძღვნალობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის საყვარელი გადაცემები არხის რეორგანიზაციის გამო დაიხურა, GDS, იგივე „ქართული ოცნების სტუდია“ აქტიურ მაუწყებლობას განაგრძობს. 2019 წლის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალები და ფილმები სწორედ ამ არხმა შეისყიდა და მაყურებელი მათ გარშემო გააერთიანა. მანამდე იყო რეიტინგული „ტიფლისი“ და „ქერჩი“, რომელსაც ქართველი მაყურებელი განმეორებით დღემდე დიდი სიამოვნებით უყურებს.

ყველას კარგად ახსოვს, რომ ბერა ივანიშვილი ნიჭიერ იუმორისტებს ამიკო ჩოხარაძეს, ლევან გოგორელიანს და თემო მჟავიას დაუმეგობრდა. მუსიკოსის არხზე მსახიობებს პოზიტიური გადაცემა „ბინა 18“ მიჰყავდათ, სადაც ცნობილ მომღერლებს, არტისტებს, მოდელებს სხვადასხვა გამოუვალ მდგომარეობას უქმნიდნენ და უამრავ მაყურებელს ართობდნენ.

ბერას უახლეს ფოტოს, რომელიც ძმასთან ერთად გადაიღო, ლევან გოგორელიანი, იგივე „ფაქო“ გამოეხმაურა. სახალისო სკეტჩების შემქმნელმა ბერას თბილი სიტყვები მიუძღვნა და ბერასგან სიცილის სმაილები მიიღო. „მირჩევნია უგემურად ვჭამო ბერასთან ერთად, ვიდრე გემრიელად ბერას გარეშე“, – წერს „კომედი შოუს“ ყოფილი მსახიობი.

ყველა ახალი ამბავი
0