„რუსთავი 2“-ზე რამდენიმე დღის წინ ახალი სეზონი დაიწყო. ეთერში ძველ გადაცემებთან ერთად ახალი გადაცემების გაშვებაც იგეგმება. „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა შორენა ბეგაშვილი.
„გვიანი შოუს“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პრომოს ვიდეო ვრცელდება. შორენა ბეგაშვილი „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს, სადაც სილამაზესა და თავის მოვლაზე იქნება აქცენტი.
ყველაზე სექსუალურ ქართველ ქალად აღიარებული მსახიობი გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში შილიფად ჩაცმული, წელზემოთ შიშველ მამაკაცებთან ერთად გამოჩნდება.