Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მაგარია რომ გაჩნდი...“ – ოთო კახიძე შეყვარებულს დაბადების დღეს ულოცავს

© Photo: Oto Kakhidze / FBოთო კახიძე
ოთო კახიძე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთო კახიძე ერთხელ იყო დაქორწინებული, პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთო კახიძე რამდენიმე წელია შეყვარებულია. მისი რჩეული ნანუკა მიქელაძეა. თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობს.

ნანუკა მიქელაძე ამერიკაში ცხოვრობს, ქართველი პოლიტიკოსი კი ხშირად აკითხავს მას. ურთიერთობა არ დაუკანონებიათ, თუმცა ყველამ იცის, რომ კახიძის გულის ერთადერთი მეპატრონე ნანუკაა. წყვილს 14 ოქტომბერს ერთად ყოფნის 4 წელი უსრულდება.

ცოტა ხნის წინ ოთომ ნანუკას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაბადების დღე მიულოცა და რომანტიკული ფოტოც მიუძღვნა წარწერით „ძალიან მაგარია რომ გაჩნდი“.

ოთო კახიძე ერთხელ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0