Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სიურპრიზი გამიკეთა...“ – ბადურაშვილის პირველი კომენტარი ბიზნესმენთან ურთიერთობაზე

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე
ნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინი ბადურაშვილი საფრანგეთში, კანში დედასთან ეკა კახიანთან და მეგობარ ბიზნესმენთან გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად ისვენებდა, რამაც საზოგადოება მათი რომანის შესახებ კვლავ აალაპარაკა.

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „იმედის დილაში“ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ბადურაშვილი გადაცემაში მასთან ერთად იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ კანში ყოფნის დეტალებზე საუბრობდა.

ბადურაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგისთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ძალიან შეწუხებულია კითხვებით, რომელიც მათ სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. რაც შეეხება მის ჩასვლას კანში, ეს გიორგის სიურპრიზი იყო. მან, რადგან იცოდა, რომ ბავშვობიდან მაიკლ ჯექსონის დიდი თაყვანისმცემელია და კანში ჯექსონების ოჯახის საღამო იმართებოდა, იქ დაპატიჟა.

რამდენიმე თვეა, საზოგადოების ყურადღება მომღერალ ნინი ბადურაშვილისკენაა მიპყრობილი. მიზეზი მისი და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ხშირი ერთად გამოჩენაა.

გიორგი ჩიკვაიძე და ნინი ბადურაშვილი ამ ზაფხულს საფრანგეთში მეორედ იყვნენ ერთად. წინა ვიზიტის დროს ისინი საქმიან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ და დასვენებაც მოახერხეს, ამჯერად კი დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გიორგი ჩიკვაიძის კომპანია გახდა საუკეთესო. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა, ნინი ბადურაშვილმაც იმღერა.

ყველა ახალი ამბავი
0