ინციდენტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ქარხანაში – დაკავებულია მუშა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიათურაში მარნგანუმის მომპოვებელი კომპანიის მუშას ჯარიმა ან ადმინისტრაციული წესით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ „ჯორჯიან მანგანეზის“ 54 წლის მუშა პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჭიათურაში მეშახტეების და მათი ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები დამსაქმებლებთან

გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ისინი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

დაკავებული სასამართლოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად ბრალდებული თავისუფლებაზეა. მას 1 ათასიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0