გია ყანჩელი: მე ყოველთვის ძალიან მძიმედ და ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას
„ყოველთვის ვღელავ, როდესაც მოვდივარ პირველ რეპეტიციაზე, იმიტომ რომ პირველივე რეპეტიციაზე ვასწორებ იმ პრეტენზიებს, რომლებიც მიჩნდება ჩემს მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც გარკვეულ ნაწარმოებებზე მუშაობის დროს რაღაც გარკვეული მდგომარეობა მქონდა. მე ყოველთვის ძალიან მძიმედ, ძალიან ნელა და ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას. ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ეს ჩემი სირთულეები მსმენელმა არ იგრძნოს“, – ამბობს კომპოზიტორი ინტერვიუში.
ლეგენდარული კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.