სიღნაღში დამწვარი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღმოჩნდა

გამოწერა
ხანძარი სახურავს გაუჩნდა და შემდეგ თითქმის მთელი შენობა მოიცვა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სიღნაღში ერთ შენობაში განთავსებული ორი რესტორანი, ორი მაღაზია და სასტუმრო "ნიკალა" დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
სიღნაღში რესტორანს ცეცხლი უკიდია

შენობას, რომელიც XVIII საუკუნეშია აშენებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

„ეს შენობა ქალაქის ღირსშესანიშნაობის ნაწილია და აუცილებლად უნდა აღვადგინოთ", – განაცხადა სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა.

ისტორიულ უბანში ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის აღსადგენად სიღნაღის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

ხანძარი თავდაპირველად სახურავს გაუჩნდა და შემდეგ თითქმის მთელი შენობა მოიცვა.

ტელეკომპანია Rustavi 2 ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სახანძრო ტექნიკა გაუმართავი იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ სახანძრო-სამაშველო დამატებითი ბრიგადების გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0