იმნაძე: ერთ წლამდე ბავშვების დაახლოებით 95 პროცენტია წითელაზე აცრილი

© photo: The Doctors / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე წითელას აცრების შესახებ საუბრობს.
იმნაძე: ერთ წლამდე ბავშვების დაახლოებით 95 პროცენტია წითელაზე აცრილი

„აცრების მხრივ ბავშვების შემთხვევაში ცუდად არ გვაქვს საქმე. საბედნიეროდ, სოციალურ ქსელებში ანტი–ვაქცერების აქტივობა ჩვენი დედების უმრავლესობაზე არ ახდენს გავლენას. დედები ძალიან მართებულად ზრუნავენ თავიანთი ბავშვების ჯანმრთელობაზე სწორი მიმართულებით. ერთ წლამდე ბავშვების დაახლოებით 95 პროცენტია წითელაზე აცრილი. ხუთი წლიდან უკვე იკლებს ეს მაჩვენებელი“, – ამბობს პაატა იმნაძე.

იმნაძის განცხადებით, საქართველოში წითელა ორი წელია მძვინვარებს. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ზამთრის სეზონზე კვლავ იფეთქოს ინფექციამ.

ყველა ახალი ამბავი
0