Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვინც გულს გტკენთ, ისინი გაძლიერებენ...“- ჩცდ-ს „ბარბარიკას“ ემოციური პოსტი

© Photo: Tako Korinteli / FBთაკო კორინთელი
თაკო კორინთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი თაკო კორინთელი, რომელიც სერიალში ბარბარე მანტკავას როლს ასრულებს, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ემოციურ პოსტს წერს.

„ნურასოდეს იტყვით, რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ, რომ ნევროზი გაგიჩინათ ცხოვრებამ. ნურასოდეს წაიქცევით სხვის დასანახად, ნუ ჩაიცვამთ შავ კაბას, როცა სამყარო ფერადია. ვინც გულს გტკენთ, ისინი გაძლიერებენ. ნუ იცხოვრებთ ისე, რომ სარკეში თქვენს ნაცვლად სხვა ქალის დანახვა გენატრებოდეთ. ყოველთვის იყავით ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ“, - წერს თაკო კორინთელი, რომლის სტატუსსაც უამრავი გამოხმაურება აქვს.

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი, შეიძლება ითქვას, კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო. ასე გამოჩნდა ეკრანზე „ახალი“ ბარბარიკა მანტკავა.

მართალია, თაკო კორინთელი მსახიობი არ არის, მაგრამ კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მას ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს.

ყველა ახალი ამბავი
0