ხაშურსა და ანაკლიაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

გამოწერა
ბრალდებულებს აღმოაჩნდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი" და „კოკაინი" და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა"

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 56 წლის ტ.შ. და 36 წლის პ.დ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ტ.შ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, საავტომობილო გზაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი" და „კოკაინი" ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს >>

რაც შეეხება მეორე პირს - პ.დ.-ს, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ანაკლიაში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკის" 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0