სიჩქარე და ადრენალინი: ქართველ ავტომობილისტებს რბოლაზე იწვევენ

© Sputnik / Alexander ImedashviliTCR IS (Touring Car Racing International Series) 2017 რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე
TCR IS (Touring Car Racing International Series) 2017 რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწრაფი სიარულის და დრიფტის მოყვარულები საქართველოს დედაქალაქის რამდენიმე ტრასაზე გაივლიან

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რბოლების ფესტივალი Subaru Fest გაიმართება საქართველოს დედაქალაქსა და მეზობელ რუსთავში 29 სექტემბერს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალის სტუმრებს ელის სანახაობრივი რბოლა და პრიზების გათამაშება.

ავტორბოლა - Sputnik საქართველო
ქალები საჭესთან: საქართველოში პირველად გაიმართება ქალების სათავგადასავლო ავტორბოლა

რბოლაში მონაწილეობის მსურველები ზურაბ პატარაიძის ქუჩაზე 9:00 საათზე უნდა შეიკრიბონ. მანქანების კოლონა დაიძრება 10:00 საათზე და რუსთავის საერთაშორისო აეროდრომისკენ გაემართება.

რუსთავის ავტოდრომზე სისწრაფის მოყვარულები სამ წრეს გაივლიან. შემდეგ დაიწყება ავტოსლალომი - რბოლა კონუსებით ან საბურავებით მონიშნულ ტერიტორიაზე რთული ტრაექტორიით. დრიფტის მოყვარულები კი მაყურებელს ავტომობილის მართვის უნარებს უჩვენებენ.

შეჯიბრებაზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0