Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დღეს თბილისში შედარებით დიდხანს მომიწია გაჩერება... დედაქალაქი ყარს“ - მაკა ჩიჩუა

გამოწერა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ყოფილი პირველი ლედი წერს, რომ თბილისი ყარს.

„დღეს თბილისში შედარებით დიდხანს მომიწია გაჩერება. პირდაპირ ვიტყვი რომ ჩვენი დედაქალაქი ყარს. საშიშია ეგეთ გარემოში ცხოვრება გადაჭარბების გარეშე“, - წერს მაკა ჩიჩუა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა თბილისისგან ორ ვაჟთან ერთად შორს - დუშეთში ცხოვრობენ. წყვილს ქალაქგარეთ ცხოვრება განსაკუთრებულად მოსწონს. მაკა ჩიჩუა დუშეთში თავს შესანიშნავად გრძნობს, მას აქვს ვარდებისა და ზამბახების ბაღი, რომელსაც თავად უვლის.

ისინი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ კოტეჯს ტურისტებზეც აქირავებენ. განცხადება და კოტეჯის ფოტოები ვებგვერდ Airbnb-ზეა განთავსებული. კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს. კოტეჯი გიორგი მარგველაშვილმა ორი წლის წინ, პრეზიდენტობის პერიოდში ააშენა. ავეჯის ნაწილი, მათ შორის, საწოლი და სკამები მარგველაშვილის დამზადებულია და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას მიერ არის მოხატული.

 

გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 2018 წლის დეკემბერში ამოეწურა. მისი თქმით, პენსია არ აქვს, თანამდებობის დატოვების დროს კი მხოლოდ 6000 ლარის დანაზოგი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0