Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ახალი ტრენდი? - ანუკი არეშიძის ახალი ფოტო ბიუსჰალტერის გარეშე

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ცხოვრობს

დიზაინერი ანუკი არეშიძე რამდენიმე დღეა მილანში მოდის კვირეულს ესწრება და Instagram-ის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ის სხვადასხვა ლუქითაა წარმოდგენილი.

მისმა ფოტომ, სადაც ის ყვითელ კაბაშია შემოსილი, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები ყურადღება სიმაზე ამახვილებენ, რომ დიზაინერს აშკარად ეტყობა, რომ ბიუსჰალტერი არ აცვია.

აღმოჩნდა, რომ კაბის დიზაინი თავად ანუკის ეკუთვნის, რომელიც 2020 წლის მარტის კოლექციიდანაა. როგორც ჩანს, წელს ბიუსჰალტერი აქტუალური აღარაა. ორი თვის წინ ტაბლოიდებს თვალში მოხვდათ მელანია ტრამპი, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „კაროლინა ჰერერას“ თეთრი, ზოლებიანი კაბით გამოჩნდა, რომელშიც ეტყობოდა, რომ ბიუსჰალტერი არ ეცვა.

ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. გასული წლის სექტემბერში წყვილს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.

ყველა ახალი ამბავი
0