„თბილისი-მარათონის“ გამო დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© FB / Tbilisi City Hall„თბილისი-მარათონი“
„თბილისი-მარათონი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის თითქმის ყველა ცენტრალურ მოედანსა და ქუჩაზე 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, შსს მძღოლებს ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, რომელიც 29 სექტემბერს დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე გაიმართება, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

- კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;

- თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით;

- თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

- თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

მსოფლიო მარათონი Wings for Life World Run - Sputnik საქართველო
კახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართება: რას მოხმარდება შემოსული თანხა

- სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;

- ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ;

- ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტოტრანსპორტის ნაკადი მოძრაობას ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს;

- ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს, ავლაბრის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ტრანსპორტი კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ;

- უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს" მიმართულებით;

- ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერია: „ველოსიპედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი უნდა იყოს“ >>

თბილისის რიგით მერვე ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი საქველმოქმედოა, ამიტომ შემოსული თანხა ძეგვის ბავშვთა სახლს გადაეცემა. კომპანია Heidelbergcemen-ი, რომელიც ხუთი წელია ღონისძიების მთავარი სპონსორია, გააორმაგებს მარათონზე შემოსულ თანხას.

გასულ წელს მარათონში 50 ქვეყნიდან დაახლოებით 2,8 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 500 ბავშვი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0