თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ტურისტების შვიდკაციანი ჯგუფი ხევში გადაიჩეხა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
უბედური შემთხვევა დღეს ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 22-ე კმ-ზე მოხდა. დანარჩენი დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.