ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად

© photo: Pikopedia blog / FBთათუკა დალაქიშვილი
თათუკა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ბევრი გსმენიათ პორტუგალიის მრავალფეროვნებაზე და ზღაპრულ სილამაზეზე. აქ არაერთი ისეთი ადგილია, სადაც თავს სამოთხეში იგრძნობთ.

თუ დაიღალეთ ისტორიული ქალაქების, შენობა–ნაგებობების, კულტურული ძეგლების, მუზეუმების დათვალიერებით, დროა ალგარვეს მიაშუროთ, სადაც თავს სამოთხეში იგრძნობთ. ალგარვე პორტუგალიის სამხრეთით, ლისაბონიდან 280 კილომეტრში მდებარეობს. აქ ნახავთ ოკეანისპირა მღვიმეებს, ქვიშიან სანაპიროებს, ლურჯ ოკეანეს, თეთრ სახლებს, ზეთისხილისა და ქლიავის ბაღებს. მეტი რა არის საჭირო სრული ბედნიერებისთვის? მოგზაურმა და ბლოგერმა თათუკა დალაქიშვილმა სულ ახლახან იმოგზაურა ამ საოცარ ადგილზე და ჩვენს მკითხველს სასარგებლო რჩევებიც გაუზიარა.

© photo: Pikopedia blog / FBპორტუგალია, ალგარვე
ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად - Sputnik საქართველო
პორტუგალია, ალგარვე

ალგარვე – ოქროს სანაპიროები

პორტუგალიაში, კერძოდ ალგარვეში ჩამოსვლა პირველად ძალიან სპონტანურად დავგეგმე. ჩასვლამდე ვიცოდი მხოლოდ ორი რამ: პირველი - დამხვდებოდნენ ოჯახის წევრები და მეორე - მხოლოდ სხვისი მონათხრობი ზღაპრულ რეგიონზე, რომელსაც ალგარვე ერქვა.

© photo: Pikopedia blog / FBთათუკა დალაქიშვილი
ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

ფაროში ( ალგარვის რეგიონის დედაქალაქი) მოხვედრა არც ისეთი იოლია, რადგან პირდაპირი ფრენები საქართველოდან არ არის. გადავწყვიტე ჩემი მოგზაურობა მეზობელი ქვეყნიდან დამეწყო. ბარსელონადან ფაროში შუა დღეს ჩავფრინდით ტაპ პორტუგალით (flytap.com), აეროპორტში ოჯახის წევრები დაგვხვდნენ. ბინა ლაგოაში გვქონდა, სადაც უზარმაზარ ეზოში, ასევე უზარმაზარი მარწყვის პლანტაციები იყო გადაჭიმული. ფორთოხლის ხეებს ალყა შემოერტყათ მთლიანი არესთვის და ეზოში ყავისფერი ცუგა სახელად ტანგო დაკუნტრუშობდა. საცხოვრებელი შეგიძლიათ Airbnb–ს დახმარებით აარჩიოთ (ფასდაკლების კოდი ქვემოთ იქნება) ჩვენი საცხოვრებლით მოხიბლულებმა ჯერ კიდევ არ ვიცოდით წინ რა გველოდა.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

ტრანსფერი

სამოგზაუროდ ორი ტრანსპორტი გამოგადგებათ. თუ ავტომობილს ატარებთ აქ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია ავტომობილის ქირაობაზე(algarvecarbooking.com). მეორე ტრანსპორტი ავტობუსია, რომელიც საკმაოდ პუნქტუალურად დადის განრიგის მიხედვით, ერთი წუთიც კი არ უნდა დაიგვიანოთ გაჩერებაზე მისვლა, თორემ მძღოლი მთელი გზა დაგაყვედრით მის დაკარგულ ერთ წუთს ან უარეს შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ დაგელოდოთ (eva-bus.com).

გეგმის მიხედვით რამდენიმე ზღვისპირა ქალაქი უნდა გვენახა. თვითონ ლაგოა პატარა და კოხტა ადგილია, სადაც ტურისტები ხშირ შემთხვევაში ბინას იღებენ ხოლმე, რადგან შედარებით იაფია. ლაგოაში ერთი პატარა ცენტრი, ეკლესია, ბევრი კერამიკის და მცენარეების მაღაზიაა. აქ ბევრი ადგილია, სადაც იაფად შეიძენთ საკვებს, ერთ-ერთი ასეთი კი ლიდლია (Lidl Lagoa).

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

პრაია დე მარინა – ოქროსფერი პლიაჟი

 ჩვენი პირველი მიმართულება პრაია დე მარინა იყო. ეს გახლავთ ოქროსფერი პატარა პლიაჟი, რომელიც კლდეებით არის გარშემორტყმული. ოკეანის შუაგულში  სპილოს ფორმის კლდეს შეხვდებით, რომელიც მედიდურად დგას და ჰორიზონტს გაჰყურებს. პირველი ეფექტი საოცარია, ხოლო რაც მეტჯერ ნახულობ, მით მეტად მოგწონს და აღგაფრთოვანებს. პრაია დე მარინასთან შეხვდებით ხილის დახლს, სადაც შეგიძლია ადგილობრივი ხილი დააგემოვნო, რომელიც ძალიან გემრიელია.

© photo: Pikopedia blog / FBთათუკა დალაქიშვილი
ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

კარვოეირო – კლდეზე შეფნილი ქალაქი

შემდგომ გეზი კარვოეიროსკენ ავიღეთ. გზა საკმაოდ მარტივი და უსაფრთხოა. კლდეზე შეფენილი თეთრი სახლები წითელი სახურავებით, რომლებსაც მედალიონებივით აქვთ შემკული სხვადასხვა ფერის ყვავილები და ყვავილის ხეები. ცენტრი კაფეებით არის სავსე, აქ შედარებით მაღალი ფასებია. პლაჟი ქვიშიანია, სადაც ნიჟარათა ნაირსახეობას იხილავთ. წყალი სექტემბრიდან-აპრილის ბოლომდე ცივია, ამიტომ ვისაც ცურვა გინდათ გირჩევთ მაისიდან-აგვისტომდე პერიოდში ეწვიოთ პორტუგალიის სანაპიროებს, მაგრამ მზად იყავით, დღის მანძილზე სიცხის ასატანად. კარვოეიროში გარდა პლაჟის და ცენტრისა, სანახაობათა სიაში პირველ ადგილს იკავებს ალგარ სეკო, ზღვაში შეჭრილი კლდე, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება ოკეანეზე. წარმოიდგინე ტალღების ხმა, თოლიები, ლამაზი უსასრულო ჰორიზონტი და შენ ამ ყველაფრის ცენტრში. წვიმიან პერიოდში და დინების მატებისას ალგარ სეკოს ერთი ნაწილი წყლით იფარება. აქ სტუმრობისათვის იდეალური პერიოდი სექტემბრის დასაწყისია.

გირჩევთ დღეში ორ ლოკაციაზე მეტი არ ნახოთ, რომ მოასწროთ დასვენება და იმ ხიბლის შეგრძნება, რომელიც თითოეულ ადგილს აქვს.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

ბენაჟილი – დაუვიწყარი მღვიმეები

ჩვენ კი ჩვენი მგზავრობა გავაგრძელოთ ბენაჟილის მიმართულებით, სადაც ლამაზ პლაჟთან და გემრიელ კერძებთან ერთად კატერით თავგადასავალი გველოდება. ბენაჟილი ცნობილია თავისი უნიკალური მღვიმეებით. ტური 15 ევრო ღირს და 21 მღვიმის ნახვას მოიცავს, ვისაც მღვიმეში ბუნებრივად შექმნილ უნიკალურ პლაჟზე უნდა ცურვა მაშინ 10 ევროს დამატება მოუწევს.

ტური შეგიძლიათ მოიძიოთ ამ საიტზე https://tarugabenagiltours.pt/. ტურიდან დაბრუნებულები, კი ეწვიეთ შემაღლებულ ადგილას წამოსკუპებულ რესტორანს სახელად Casa Lamy (მის:R.dos Pescadores,8400-401), გაითვალისწინეთ ხალხის სიმრავლის გამო შესაძლოა დიდხანს მოგიწიოთ ლოდინი, მაგრამ აქედან ისეთი ლამაზი ხედი იშლება და კერძებიც ისეთი კარგია, რომ ღირს ლოდინად. სამხრეთ პორტუგალია კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ აქ კვება საკმაოდ ხელმისაწვდომია. ორ ევროდ ყავა და პაშტელ დე ნატა შეგიძლია დააგემოვნო დაუვიწყარი ხედის ფონზე.

© photo: Pikopedia blog / FBთათუკა დალაქიშვილი
ლურჯი ოკეანე და ალგარვეს ოქროსფერი სანაპირო: როგორ ვიმოგზაუროთ სამხრეთ პორტუგალიაში იაფად - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

Airbnb- პირველი ბინის დაქირავებისას თუ გინდათ, რომ 35 $ დააკლდეს დარეგისტრირდით ამ ლინკით:  http://www.airbnb.com/c/tdalakishvili1

 

საჭირო აპლიკაციები:

რუკა- Google maps; Maps.me

რჩევები- Tripadvisor

საქართველოდან იაფიანი ფრენა:

თბილისი- ryanair.com

ქუთაისი- ryanair.com და wizzair.com (Ryanair ქუთაისიდან თბილისთან შედარებით იაფია).

ყველა ახალი ამბავი
0