Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მანიკა ასათიანი 27 წლის გახდა – ტელეწამყვანის გრანდიოზული დაბადების დღის ფოტოები

© Photo: Manika Asatiani / FBმანიკა ასათიანი
მანიკა ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟღალთმიანი მშვენიერი მანიკა ასათიანი იუბილარია. მოდელმა და ტელეწამყვანმა დაბადების დღე ცნობილი სახეების წრეში საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. გამორჩეული გარეგნობის მქონე ვარსკვლავი იუბილეზე შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ყველასათვის საყვარელი მანიკა ასათიანი 26 სექტემბერს დაიბადა. მოდელის ნამდვილი სახელი მარიამია, როგორც თავად ჰყვება, ბავშვობაში მისი უმცროსი და მარიამს ვერ ამბობდა და მანიკა დაარქვა. ტელეწამყვანს ისე შეუყვარდა ეს სახელი, რომ დღემდე ასე ეძახიან და არავის ეუცნაურება უცხო სახელი. პოზიტიურ მანიკას 27 წელი შეუსრულდა. მან დაბადების დღე მეგობრების წრეში აღნიშნა.

ტელეკომპანია „იმედის“ მოქმედი ჟურნალისტის დაბადების დღეზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. გამოჩენილი მოდელები, მსახიობები, ტელეწამყვანები მხიარულ გარემოში მანიკას დღეს ულამაზებდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები, მოდელები ირინა ონაშვილი, ნინო ცქიტიშვილი, რუსა ჩაჩუა, ასევე ტელეწამყვანები ბახვა ბრეგაძე, კახა კინწურაშვილი, თამთა გაზაშვილი და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები.

მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია. მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე – კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი გიორგი გააჩინა, რომელიც ახლა უკვე მეორეკლასელია. მანიკა და მისი პატარა ოჯახი შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. ბევრს ისინი და-ძმა ჰგონია.

ყველა ახალი ამბავი
0