ბესელია: ვანო ზარდიაშვილი ერთ-ერთია, ვინც მონაწილეობდა ფარული კადრების გავრცელებაში

გამოწერა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთან ხანგრძლივ დაპირისპირებაზე საუბრობს.
ბესელია: ვანო ზარდიაშვილი ერთ-ერთია, ვინც მონაწილეობდა ფარული კადრების გავრცელებაში

„ის სილა მასაც და კოლექტიურად ყველას ეკუთვნოდა, ვინც ამ უმსგავსობაში და ამ მორალურ ტერორშია ჩართული ამდენი ხნის განმავლობაში. მასაც (ივანიშვილს) ეკუთვნოდა ეს სილა, იმიტომ რომ რამდენჯერმე ვუთხარი – გააჩერე და მოაშორე ეს კორუმპირებული, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი–მეთქი (ზარდიაშვილი). დღეს ვამბობ არასოდეს რომ არ მითქვამს ასე პირდაპირ და ხელის დადებით: ზარდიაშვილი რომ ამბობდა, ირიბად მე მადებდა ხელს ფარული კადრების გავრცელებაშიო, ეჭვი მქონდა, ახლა არ მაქვს ეჭვი, ის ერთ-ერთია, ვინც მონაწილეა ამ საშინელებაში“, – ამბობს ეკა ბესელია.

გუშინ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაპირისპირება ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მორალზე რეპლიკას მოჰყვა.

ყველა ახალი ამბავი
0