თუშეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

CC BY 2.0 / Shalika Malintha / On the way to Omalo Tusheti Georgiaფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოხდა, რომელიც ევროპის ერთ−ერთ ყველაზე სახიფათო გზად არის მიჩნეული.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ახმეტის რაიონის მერიაში. 

თეთნულდი - Sputnik საქართველო
სვანეთის მთებში სლოვაკი ტურისტი გადაიჩეხა

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გერმანელ ტურისტთა შვიდკაციანი ჯგუფი ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად არის მიჩნეული, ველოსიპედებით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ხევში გადავარდა. დანარჩენები შეეცადნენ მის დახმარებას, მაგრამ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

უფრო მეტიც, ისინი თავადაც ვეღარ ახერხებდნენ ხევიდან ამოსვლას და დახმარებისთვის „112“-ს დაუკავშირდნენ.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მაშველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე და ტურისტები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ხოლო გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.  

ყველა ახალი ამბავი
0