„ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს...“ – ინგა გრიგოლია ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს

© photo: Izosia / FBინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ დაპირისპირება მოხდა. დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ასე უნდა მოექცე ყველა იმ ადამიანს, რომელიც „მორალზე დაიწყებს ღლიცინს“.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება გუშინ მოხდა. დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბესელიამ ზარდიაშვილს სახეში ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენის დროს მოხდა. ბესელია იმან გააბრაზა, რომ ზარდიაშვილმა საუბრისას იგი დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად ნეგატიურად მოიხსენია და მის მორალზე წამოისროლა რეპლიკა.

ყველა ახალი ამბავი
0