ლარი კვლავ გაუფასურდა: ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ კიდევ გაუფასურდა და მიმდინარე წელს გაუფასურების მეთერთმეტე რეკორდი მოხსნა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განცხადება გაავრცელა და 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა დააანონსა.

საბანკო ტერმინალები - Sputnik საქართველო
საქართველოში 100 ათასზე მეტი სესხი გაძვირდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო

უწყების განცხადებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად ეროვნულმა ბანკმა 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7,5 პროცენტამდე გაზარდა.

„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ კიდევ გაუფასურდა და მიმდინარე წელს გაუფასურების მეთერთმეტე რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9808 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა წელს 11 ინტერვენციის შედეგად ჯამში $165 მლნ შეისყიდა, ამის შემდეგ 1 აგვისტოს გასაყიდად $40 მლნ გამოიტანა, თუმცა მხოლოდ $32.8 მლნ-ის გაყიდვა შეძლო.

ბოლო სამ კვირაში სებ-მა რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი ორ ეტაპად ჯამურად 1%-ით 7.5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 102 ათასზე მეტ პირს სესხის მომსახურება გაუძვირდა.

ყველა ახალი ამბავი
0