თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსთავი–თბილისის მარშრუტით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა, იუწყება InfroRustavi.
გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკების გადამალვას ცდილობდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა–გადაზიდვას გულისხმობს.