მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერიას მიმართავს. მომღერალი ბაგებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წუხს, სადაც დილის საათებში ხშირადაა „საცობი“, ან შეფერხება გზაზე წყალგაყვანილობის გამო და ამიტომ ბევრი დისკომფორტის ატანა უწევს.
მისი თქმით, ექსპერტიზის ბიუროს ასახვევთან ზოგჯერ „წყალდიდობის გარეშეც ჩიჩქნიან“ და დაუმთავრებელი მშენებლობებიც ამ ტერიტორიაზეა, ამიტომ წყალი არასდროს აქვს.
„ძვირფასო მერიავ, აი მოვლითი გადასასვლელის მაგვარი სავალი რომ არის ნუცუბიძეს რომ უკავშირდება თუ ქავთარაძეს თუ ჯიქიას თუ რაც არის ... ცოტა „ცემენტი“ რომ მოგრჩებათ ჭავჭავაძის გათხრებიდან, ან აეროპორტის გზის ან საიდანმე, მოგვისხით ლამაზად რა“, – წერს იმედაძე.