Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაკა ჩიჩუამ უმცროსი ვაჟი გამოაჩინა – ნახეთ ვის ჰგავს ექს-პრეზიდენტის შვილი

© FB / Giorgi Margvelashviliმაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ
მაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ – თემო და თომა მარგველაშვილები. მაკამ სოციალურ ქსელში ყველაზე პატარა – თომა მარგველაშვილის ფოტო გაავრცელა. ნახეთ, ვის ამსგავსებენ პატარა ბიჭუნას.

მსახიობი, მხატვარი და მუსიკოსი მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილთან დაოჯახებამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას მოუტანა ფილმმა „გაიღიმეთ“ (Keep Smiling). ქართული ფილმი 10 ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც დედების კონკურსში მონაწილეობენ. მათ შორის შვიდი ღარიბი ოჯახიდანაა და ისინი ძალებს არ იშურებენ ბინის და 25 ათასი დოლარის მოსაგებად. ერთ-ერთი მთავარი როლი მაკა ჩიჩუას ერგო. ფილმი 2013 წელს გადაიღეს, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი მოქმედი პრეზიდენტი იყო. მაკას სექსუალურმა გამოჩენამ ბევრი ადამიანი გააოცა. ფილმის ერთ ეპიზოდში ყველა მსახიობი სცენაზე საცურაო კოსტიუმით გამოვიდა. საზოგადოებამ მაკას ქმედება არ მოიწონა.

მიუხედავად ამისა, ყოფილმა პირველმა ლედიმ იმიჯი მალე აიმაღლა. მედიასთან გულახდილმა ურთიერთობამ, შშმ პირების დაცვამ და საქველმოქმედო აქციების მოწყობამ მაკა ჩიჩუა საზოგადოებას სხვა კუთხით გააცნო. ცნობილ მსახიობს და გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს უამრავი ჰობი აქვს. მათ შორისაა ყვავილების მოვლა, რასაც მაკა დიდი სიყვარულით მოეკიდა და ყოველ ახალ კოკორს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მაკას და გიორგი მარგველაშვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი შეეძინათ. თომას და თემოს აღზრდაში ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან მაშო და ანა თანაბრად არიან ჩართული. მოგეხსენებათ, ანა მარგველაშვილსაც ჰყავს ერთი ქალიშვილი – ანასტასია, რომელიც ბაბუის შვილებთან ერთად დიდ დროს დუშეთში ატარებს. მაკამ უახლესი ფოტო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სურათზე გიორგის და მაკას უმცროსი ვაჟი თომაა აღბეჭდილი. პატარა ბიჭუნამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მისი ქერა, ხვეული თმები მაკას მეგობრებმა და ცნობილმა სახეებმა ძალიან მოიწონეს და ბიჭი მაკას შეადარეს. პატარა უფლისწულების დედამ ბავშვობის საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და ყველასათვის გასაგები გახდა, რომ თომა დედას ძალიან ჰგავს. ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ პირველ ლედის მეორე შვილი 2018 წლის 15 იანვარს შეეძინათ.

ყველა ახალი ამბავი
0