https://sputnik-georgia.com/20190925/bili-ailishi-qartveli-dizaineris-satvale-246587947.html
ბილი აილიშმა 19 წლის ქართველი დიზაინერის სათვალე მოირგო – ფოტოები
ბილი აილიშმა 19 წლის ქართველი დიზაინერის სათვალე მოირგო – ფოტოები
Sputnik საქართველო
დათო ფაფიაშვილმა David Snow 2016 წელს დააარსა და მას მერე სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს ქმნის, უფრო მეტად კი ბრენდი სათვალეებზეა კონცენტრირებული. 25.09.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-09-25T14:17+0400
2019-09-25T14:17+0400
2023-08-17T19:41+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24658/44/246584460_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_023d389da4b1d0931145488c3e75d117.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24658/44/246584460_72:0:1892:1365_1920x0_80_0_0_d7d1c0f3be070f19d51ed00dbb467d5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, საქართველო, კულტურა საქართველოში
ბილი აილიშმა 19 წლის ქართველი დიზაინერის სათვალე მოირგო – ფოტოები
14:17 25.09.2019 (განახლებულია: 19:41 17.08.2023) დათო ფაფიაშვილმა David Snow 2016 წელს დააარსა და მას მერე სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს ქმნის, უფრო მეტად კი ბრენდი სათვალეებზეა კონცენტრირებული.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ქართველი დიზაინერის David Snow-ს სათვალე, არც მეტი, არც ნაკლები, პოპულარულმა თინეიჯერმა მუსიკოსმა ბილი აილიშმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიკეთა.
ამერიკელი ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სათვალით რადიოსადგურ SiriusXM-ისა და დანიური საიუველირო კომპანია Pandora-სთვის ჰოლივუდში ექსკლუზიურად გამართულ კონცერტზე მივიდა.
დათო ფაფიაშვილმა David Snow 2016 წელს დაარსა და მას მერე სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს ქმნის, უფრო მეტად კი ბრენდი სათვალეებზეა კონცენტრირებული. David snow-ს აქსესუარი მომღერლის სტილისტმა სამანტა ბერქჰართმა აღმოაჩინა მოდის რეალტორ TATA-LA-ს დახმარებით.
ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო’კონელი 18 წლის ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მოცეკვავეა. აღიარება მოიპოვა 2016 წელს SoundCloud-ზე გამოცემული სადებიუტო სინგლით Ocean Eyes. 2019 წელს გამოსული მისი სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.