თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ათენის პოლიცია ეძებს 32 წლის სალომე გოგინაშვილს, რომლის გაუჩინარების შესახებ მისმა დედამ, ნონა კუპრაშვილმა კვირას Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
სალომეს ახლობლების ბოლო ინფორმაციით, ის მეტროსადგურ „ატიკასთან“ იმყოფებოდა.
„სალო, არ დამღუპო, გამოჩნდი... გთხოვთ, მეგობრებო, გააზიარეთ და მომაძებნინეთ ჩემი გოგო“, - წერს კუპრაშვილი.
საქმეში ჩართულია საქართველოს საკონსულო საბერძნეთში.
ოჯახი ყველას სთხოვს, რაიმე ახალი ინფორმაციის გაგებისას, რომელიც სალომეს ძებნაში დაეხმარებოდათ, დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 699 7458664 (ნონა კუპრაშვილი), 699 7458664 (საკონსულოს ცხელი ხაზი).