Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბარემ შიშველმა იარე“- ალექსანდრა პაიჭაძის მოშიშვლებულმა უკანალმა ვნებათაღელვა გამოიწვია

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძემ მორიგი გამომწვევი ვიდეო გამოაქვეყნა. საზოგადოებამ ყოფილი წამყვანის სექსუალური იმიჯი გააკრიტიკა და მის ქმედებას ამაზრზენი უწოდა. ნახეთ რა ვიდეო გამოაქვეყნა სოციალური ქსელის გამორჩეულმა ბლოგერმა...

ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში არაერთხელ მოქცეულა, მაგრამ ამჯერად მისი სოციალური ქსელის მიმდევრები კრიტიკას ვერ მალავენ. ალექსანდრამ ზიგდიდის ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმროს აივნიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. მზის ჩასვლა და მოდელის მოხდენილი მოძრაობები ბევრმა ადამიანმა მოიწონა, განსაკუთრებით კი , მამრობითი სქესის წარმომადგენლები აქტიურობდნენ.

უჩვეულო და უცხო ფოტოსესიებით გამორჩეული ფოტომოდელი სკანდალურებს არ უშინდება. მისი ყოველი ახალი ფოტო, ახალ სალაპარაკოს აძლევს ადამიანებს. გარდა სალაპარაკო თემისა, ალექსანდრამ განსხვავებულ ხერხს მიმართა, რომელმაც მის გარშემო თავმოყრილი ადამიანები მეტად დააინტერესა. ყოველი პოსტი გამორჩეულად ლამაზი ფილოსოფიური ან საკუთარი გამოცდილებით შეძენილი ფრაზებით გახადა.

საქართველოს ულამაზეს კუთხეებსა და ტრადიციული კერძებს პოპულაციას უწევს. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრა თვეების მანძილზე ქვეყნიდან შორს ცხელ დუბაიში ერთ-ერთ ქართულ რესტორანში მუშაობდა. ახლა კი, სოციალურ ქსელს სხვადასხვა ბრენდის „გასაპიარებლად“ იყენებს. ალექსანდრას უახლესმა ვიდეოგადაღებამ ნამდვილი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოდელის ვიდეოს Instagram- ზე ორ დღეში 22 000- მდე ნახვა აქვს. კრიტიკული კომენტარები ახლაც არ წყდება. ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავი ვერ შეიკავა და  აგრესიული რეპლიკა დაწერა. "არ ჯობს, ბარემ შიშველმა იარე. ამაზრზენი, გაცვია თუ არ გაცვია- მნიშვნელობა არ აქვს“. როგორც ჩანს, ტელეწამყვანმა შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გამომწერს- „ეგ შენი აზრია, მადლობა. ახლა დაისვენე“ დაუკომენტარა.

ტელეწამყვანის თითოეული ფოტოსესია წინაზე ბევრად ცეცხლოვანი და მიმზიდველია. ალექსანდრა ესთეტიკის და სილამაზის მოყვარულია. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ მის სოციალურ ქსელს თვალს გადაავლებთ. ბუნებრივია, ცნობილი მოდელის პერსონალურ გვერდზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები მეტად აქტიურობენ. მიუხედავად ამისა, მშვენიერი ალექსანდრა ისევ მარტოა.

ყველა ახალი ამბავი
0