თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში 24 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღო.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.