Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რას უპირებ?...“ - ნინო ნადირაძე მეუღლეს ჩანგლით ემუქრება

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე თაყვანისმცემლების მიმართ გულახდილობით გამოირჩევა

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ნინო კუზანოვა მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა.

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მეუღლესთან, ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან - გუგა კუზანოვთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც მისი მეგობრები დააბნია.

თავიდან ფოტო ყველას მოეწონა, თუმცა ნინო ნადირაძის ხელში ჩანგალმა, საზოგადოება დააეჭვა. „რას უპირებ?“- ეკითხებიან ცნობილ კარდიოლოგს. „ჯერ იცოცხლოს“ - პასუხობს ნადირაძე ორაზროვნად.

წყვილმა ცოტა ხნის წინ ქალიშვილი გაათხოვეს. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. კუზანოვების წყვილს ვაჟი - ივა კუზანოვიც ჰყავთ, რომელიც 16 წლის გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0