მაყუჩიანი იარაღი და საბრძოლო მასალა: თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკვეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმაყუჩიანი იარაღი
მაყუჩიანი იარაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მაყუჩიანი პისტოლეტი და სამი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სერიული ქურდობები ხულოში გახსნილია: 24 წლის კაცმა 78 აგარაკი გაქურდა >>

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0