Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯანეტ ქერდიყოშვილს უსიმპათიურესი ძმა ჰყავს - ფოტოები

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი და ჯეკო ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ჯეკო ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშვენიერი ჯანეტის ქორწილის შემდეგ მათი ოჯახის მიმართ ყურადღება მეტად გაიზარდა

„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი, ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისი გარეგნობით აღაფრთოვანებს საზოგადოებას. ჯანეტ ქერდიყოშვილის ფოტოები, რომლებსაც ის Instagram- ზე მეგობრებს უზიარებს სითბოთი და ნათელი ფერებითაა გაჯერებული.

ჯანეტს უმცროსი ძმა ჰყავს. და-ძმას – ჯანეტ და ჯეკო ქერდიყოშვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა მხლოდ ორი წელია. გარეგნული მსგავსების გარდა, ისინი ერთმანეთს ხასიათითაც ჰგვანან. მათი ერთად ნახვა კი მართლაც ძალიან სასიამოვნოა. ჯეკომ 51 საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდგომ კი განათლება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო.

ჯანეტი და ჯეკო ხან საქართველოში, ხანაც რუსეთში იზრდებოდნენ. გოგონა ორივე ენასა და კულტურას კარგად იცნობს, თუმცა სამშობლო განსაკუთრებულად უყვარს. ჯანეტსა და ჯეკოს მესამე დედმამიშვილი ანეტი ჰყავდათ, მაგრამ გოგონა უბედურმა შემთხვევამ იმხვერპლა.

„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი მოდელი ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებს და თბილ მიმართვებს არასდროს იშურებს. „მის სა­ქარ­თვე­ლო 2011“ ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მენ ჯე­მალ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. მამა-შვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. მამა ჯა­ნეტს ბავშვობიდან პრინ­ცე­სად ზრდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯა­ნე­ტმა წლე­ბის წინ მი­ლან­ში დი­ზა­ი­ნე­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა და სურდა სა­კუ­თა­რი ბრენ­დის შექ­მნა, მაგ­რამ არ უნდოდა ­ ფი­ნან­სუ­რად მამის დახმარება.

ჯანეტის მშობლები აფხაზეთში გაიზარდნენ, ხოლო ჯანეტი რუსეთში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგში დაიბადა და სკოლის წლების იქ გაატარა. დედას ემმა ხაჟომია ჰქვია. ქალბატონი იმდენად დახვეწილია, რომ არავის უჩნდება კითხვა- თუ ვის გავს თვალისმომჭრელი სილამაზით გამორჩეული ჯანეტი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი პროიუსერის ნოე სულაბერიძის მესამე რჩეული გახდა. ამჟამად წყვილი შვილს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0