შემოდგომის თოვლი... საქართველოს მთებში მოთოვა

© photo: courtesy of Nino Kvachantiradzeდათოვლილი ბახმარო. 2019 წლის 22 სექტემბერი
დათოვლილი ბახმარო.  2019 წლის 22 სექტემბერი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, დღეს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შეწყდება და გამოიდარებს.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთიან რეგიონებში მოთოვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

თოვლი მოვიდა გოდერძის უღელტეხილზე, ბახმაროში, თუშეთსა და ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში.  

გუშინ პირველად გათოვდა უშგულში, გუდაურში კი პირველი თოვლი 10 სექტემბერს მოვიდა.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, დღეს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შეწყდება და გამოიდარებს. ორშაბათს კი საქართველოში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0