Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აქეთ ინტერესდებიან ჩემით, ყველა მკიდია...“ - ანრი ჯოხაძე ქართველ ვარსკვლავებს პასუხობს

© Photo: Anri Joxadze/ FBანრი ჯოხაძე
ანრი ჯოხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაყვანისმცემლები მომღერალ ანრი ჯოხაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში კომენტარებით ეხმაურებიან. ანრი ჯოხაძის უკმაყოფილება ქართველი ვარსკვლავების „არასწორმა წარმოდგენებმა“ გამოიწვია, რასაც პოპულარული მომღერალი თავისებურად განმარტავს

ანრი ჯოხაძემ ვრცელი პოსტი ქართველ ვარსკვლავებს და სოციალური ქსელის ვერიფიკაციას მიუძღვნა. მომღერლის განცხადებით, ქართველ ცნობად სახეებს Instagram-სა და Facebook-ზე დამოწმებული ნიშანი და ე.წ „ორიგინალურობა“ თავში უვარდებათ. „თურმე ამ ვერიფიკაციისთვის დიდი ბრძოლაა გამოცხადებული ქართულ „სელებრითობაში“ ყველა აღფრთოვანებულია ჩემს ირგვლივ ჩემს გარდა აი ვერ ვიგებ ერთ რამეს ეს ე.წ „პწიჩკა“ ვინმეზე უკეთეს ტიპად გაკეთებს თუ უკეთეს მომღერლად?!“, - წერს ანრი.

პოპულარულ მომღერალს Instagram-მა ვერიფიკაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი აქტიურობის და გამოხმაურებების შედეგად მისი გვერდის ავთენტიკურობა დაზუსტდა და ოფიციალურ გვერდად იქცა. ამ ეტაპზე ეპატაჟურ მომღერალს 54 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

აი, რას წერს ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მომღერალი: „... აქ თურმე ხალხი „ფოლოვერების" მომატებაში ფულს იხდის, რომ სხვებს დაანახონ სოციუმში  როგორი მოთხოვნადები და საინტერესოები არიან, ხოლო თავად 5 კაცის მეტი არავინ ჰყავთ „დაფოლოვებული“, ანუ სერიიდან „მე ყველა მკიდია, აქეთ ინტერესდებიან ჩემით“.
ხომ მშვიდობაა ქართულ „ესტრადაზე“ ?!

ჯოხაძის პოსტის გარშემო უამრავი ცნობილი და ნაკლებად ცნობადი სახე გაერთიანდა. ისინი ანრის ამხნევებენ, უმეტესობა კი ვერიფიკაციის მნიშვნელობას უხსნის.

ნინი ბადურაშვილი: „კარგია, რადგან დაცული გაქვს „ინსტაგრამი“ და ადასტურებ ვერიფიკაციით, რომ ნამდვილი ხარ და არა ფეიკი) გთხოვ, აღფრთოვანდე“; დალი ჩიტალაძე: „პტიჩკა“ ე.ი. საერთაშორისო სელებრითი ხარ ოფიციალურად“; ქრისტინე იმედაძე: „თბილისში პწიჩკები თუ არ მეშლება 4000$ ღირს ... და ეგ მართლა იცავს თუ მხოლოდ „პონტია“ ეგ აღარ ვიცი ... ნუ ნაყიდ ფოლოვერებზე და ლაიქებზე აღარაფერს დავწერ გული არ გავუხეთქო უამრავ კომპანიას“

ყველა ახალი ამბავი
0