Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რას საქმიანობს თამარ ბაღაშვილის შვილი, რომელიც „რუსთავი 2“-ში სამუშაოდ დარჩა- ფოტოები

© Photo: Tamar Baghashvili / FBთამარ ბაღაშვილი
თამარ ბაღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 9 სექტემბრის 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ

ცნობილი ხდება, რომ ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-ში სამუშაოდ, არხიდან წასული ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის შვილი, 24 წლის ნინი კუპრაძე დარჩა და ის მუშაობას დი­ლის გადაცემების ჟურნალისტად გააგრძელებს.

„რუს­თა­ვი 2“-ის ერთ-ერთი სახე თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი „მთა­ვარ არხზე“ ამჟამად სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნია.

 

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა", რომელიც „რუსთავი 2"-ის სკანდალურად ცნობილმა ექს-დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა, მაუწყებლობა 9 სექტემბერს დაიწყო.

არხმა მაუწყებლობა 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ.

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები არ გადის.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განცხადება ავტორიზაციის მოდიფიკაციის შესახებ, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. ამასთან, კომისიამ „მთავარი არხი" გააფრთხილა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია წარმოადგენს ახალი ამბების გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ–შოუების ტრანსლაციის უფლებას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები არიან ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%). ამასთან, გვარამია ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტს იკავებს, დირექტორები კი არიან „რუსთავი 2"-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ნიჟარაძე.

გვარამიამ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ „მთავარი არხი" იქნება ისეთივე კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო „რუსთავი 2" მისი ხელმძღვანელობის პირობებში.

ყველა ახალი ამბავი
0