ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა

© AP Photo / Andrew Medichiniნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენი დრო დასჭირდება ქართველ სპორტსმენს აღდგენისთვის, ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით მე-17 ადგილი) საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე АТР-250-ის სერიის ტურნირ Moselle Open-დან ხელის ტრავმის გამო მოიხსნა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი კორტების მასპინძელ ჟო-ვილფრედ ტსონგას (61) ხვდებოდა და იძულებული გახდა შეეწყვიტა ბრძოლა მესამე სეტში ანგარიშით 4:1 ფრანგის სასარგებლოდ. მატჩის პირველი პარტია ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო - 7:5, ხოლო მეორეში უფრო ძლიერი ტსონგა აღმოჩნდა - 6:3.

© photo: AFP 2020 / KENZO TRIBOUILLARDნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის ტრავმის სიმძიმე და აღდგენისთვის საჭირო დრო ჯერჯერობით უცნობია. ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით ჩვენმა ჩოგბურთელმა გაიმეორა შარშანდელი შედეგი Moselle Open–ზე და მოახერხა 45 სარეიტინგო ქულის დაცვა. ამასთან, ბასილაშვილმა საპრიზო თანხის 15,5 ათასი ევრო გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბერს პეკინში იმართება ATR-500 სერიის ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც ბასილაშვილი შარშან გახდა. თუ იმ დროისთვის ქართველი არ გამოჯანმრთელდება, ის დაკარგავს 500 სარეიტინგო ქულას და, მაღალი ალბათობით, მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ტოპ-ოცეულს დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0