ფეიქრების ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ საწყობში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ საწყობში გაჩნდა.

უწყების ცნობით, ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0