ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩხრეკა დაკავებულების ახლო ნათესავის, ონლაინ-გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახლში ჩატარდა

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ბათუმის სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ხუთი მამაკაცი 25 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, იუწყება პირველი არხი.

შეიარაღებული თავდასხმა - Sputnik საქართველო
კლიენტმა კაფეს ოფიციანტს ესროლა: 28 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა

შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულების ვერსიით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ეზოში ჩავიდნენ და ერთ-ერთ ავტომანქანას მიეყრდნენ, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის, როინ კოჩალიძის საკუთრება აღმოჩნდა. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციელი მათთან მივიდა, იარაღი მიაბჯინა და აგინა, რაც შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, დაკავებული ახალგაზრდები ონლაინ-გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ახლო ნათესავები არიან.  გამოცემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) აღიძრა, შემდეგ კი,  დამძიმდა და 353-ე მუხლით შეიცვალა, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ ჯგუფის მიერ წინააღმდეგობას, მუქარასა ან ძალადობას გულისხმობს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის ნაცვლად, ჩხრეკა „ბათუმელების“ დამფუძნებლის სახლში ჩაატარეს.

მთაწმინდაზე ოჯახს ნიღბიანი ყაჩაღები დაესხნენ თავს >>

პროკურატურა განმარტავს, რომ „სამართალდამცველმა დაკავებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ“.

პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაკავებულებს გირაო შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0