ხელფასები საქართველოში

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1179,8 ლარი შეადგინა, რაც 6,9%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო და სადაზღვევო სფეროებია – 2393,6 ლარი.

ამასთან, საქართველოში ქალები დაბალ ანაზღაურებას იღებენ – 2019 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალოთვიურმა ხელფასმა მამაკაცების საშუალო ხელფასის 64,3% შეადგინა. მამაკაცები თითქმის ყველა სექტორში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ.

საქართველოში უმუშევრობის დონე 12,7%–ია. პარასკევს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,9738 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0