52 წლის ცნობილი ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი მსოფლიო ვარკსვლავებს შორის ერთ-ერთ სასურველ მამაკაცად მიიჩნევა. წლებთან ერთად ის უფრო სიმპათიური და პოპულარულიც გახდა, განსაკუთრებით კი ახლა, როცა მსახიობი 21 წლის ლამაზმანზეა დაქორწინებული, მისი ცხოვრება ფართო აუდიტორიის განხილვის თემაა.
მსახიობს ალბათ ბევრი ორეული ჰყავს. მისი მეუღლე მას და ფენიქსის ეგვიპტურ კატას შორის მსგავსებაზეც ხშირად აკეთებს აქცენტს, მაგრამ ალბათ ვერც წარმოუდგენია, რომ ერთ პატარა ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, დადის ბიჭი, რომელიც მას ტყუპისცალივით ჰყავს.
პირველ ფოტოში ვენსან კასელია, მომდევნოებში – „დექსტერის“ მეტსახელით ცნობილი ქართველი ტატუს სპეციალისტი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა იმ მწირი რაოდენობის ფოტოებში, რომელიც მას უდევს, შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ მსგავსება მას და ცნობილ ვარსკვლავს შორის.
ვენსან კასელი, ალბათ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი კაცია. მისი პირველი მეუღლე ხომ ულამაზესი იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი იყო. 51 წლის ასაკში კი კასელმა 20 წლის თინა კუნაკიზე იქორწინა. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად წყვილი ერთად თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და მათ ერთი შვილიც ჰყავთ.