წურწუმია: ჩავიფიქრე, რომ ძმის საფლავზე მსოფლიო ჩემპიონის ქამარი უნდა მიმეტანა და მივიტანე

© Sputnik / Abzal Kalievნუგზარ წურწუმია
ნუგზარ წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუგზარ წურწუმიას  ფინალური ორთაბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 57 წამი გაგრძელდა – ქართველმა მოჭიდავემ ერთი შანსიც კი არ დაუტოვა ყაზახ ხორლან ჟაკანშს და 9:0 დაამარცხა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან ოქროს მედლითა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.

ნუგზარ წურწუმიას ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის პირველია ბერძნულ-რომაულ სტილში ბოლო 12 წლის განმავლობაში.

როგორც ახალმა მსოფლიო ჩემპიონმა თქვა, ძალა გამარჯვებისთვის ღმერთმა მისცა, უნარი კი მისმა ზუგდიდელმა მწვრთნელმა ჩამოუყალიბა.

„მესამე კლასში ვსწავლობდი, როცა ნათლიამ მკითხა, სპორტით არ გინდა დაკავდეო, და მეც დავთანხმდი. ასე დავიწყე ჭიდაობაში ვარჯიში და ვვარჯიშობ დღემე. ახლა 22 წლის ვარ და ასეთ შედეგებს ღმერთის წყალობით მივაღწიე“, — თქვა წურწუმიამ.

ნუგზარ წურწუმიას ფინალური შერკინება მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 57 წამი გაგრძელდა – ქართველმა მოჭიდავემ ერთი შანსიც კი არ დაუტოვა ყაზახ ხორლან ჟაკანშს, რომელიც 9:0 დაამარცხა.

„ნებისმიერი შეჯიბრის წინ, ევროპის ჩემპიონატი იქნება ეს თუ რამე სხვა ტურნირი, ჩემ გარდაცვლილ ძმაზე ვფიქრობ. მინდა, რომ მისი სული გახარებული იყოს. ჩაფიქრებული მქონდა, რომ მის საფლავზე მსოფლიო ჩემპიონის ქამარი უნდა მიმეტანა და მივიტანე“, — თქვა ნუგზარმა.

ნუგზარ წურწუმია 1997 წელს დაიბადა და ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში გაიზარდა. პირველი სერიოზული გამარჯვება 17 წლისამ მოიპოვა, როდესაც კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ამის შემდეგ მის სპორტულ კარიერაში ჯილდო ჯილდოს ემატება და გამარჯვება — გამარჯვებას.

ყველა ახალი ამბავი
0