საქართველოში არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის მიკროციხეები გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სამინისტრო აპირებს დახუროს არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება და პარალელურად მუშაობს კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკროციხეები შეიქმნას.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. არასრულწლოვნებმა, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა, მაგრამ ოცნებობენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაზე, არ უნდა მოიხადონ სასჯელი იმათთან ერთად, ვისაც საპირისპირო ოცნებები აქვთ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აპირებს დახუროს არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება და პარალელურად მუშაობს კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკროციხეები შეიქმნას.

„ჩვენ ვფიქრობთ დავხუროთ N11 არასრულწლოვანთა დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულია. მასში 25 ბავშვია. გვინდა წავიდეთ იმ სისტემისკენ, სადაც ბავშვები, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ოცნებობენ, ისწავლონ თსუ-ში, თუნდაც ჰარვარდში, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, ვისაც საპირისპირო ოცნებები აქვს და სხვა სამყაროში ხედავს საკუთარ კარიერას“, — განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლას.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის ანგარიშის პრეზენტაციას, მთავრობის წევრების გარდა, მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0