„მასტერ–შეფის“ ახალი სეზონი ოქტომბერში დაიწყება

© Facebook / photo: Masterchef Georgia / FB"მასტერ–შეფი"
მასტერ–შეფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი არხის ეთერში „მასტერ–შოუ“ შაბათობით,  22:00 საათზე გავა

თბილისი, 20 სექტემბერი  — Sputnik. პოპულარული რეალითი–შოუ „მასტერ–შეფის“(MasterChef Georgia) მეორე სეზონი, რომელშიც საქართველოს პირველი მზარეულის წოდებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პროფესიონალი მზარეულები ეჯიბრებიან ერთმანეთს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ოქტომბერში აიღებს სტარტს.

„მასტერ–შეფის“ პირველი სეზონი 2019 წლის 18 მაისს დაიწყო. პროექტმა მაყურებლის რეკორდული რაოდენობა მიიზიდა. მაშინ შოუში მონაწილეობისთვის ქასთინგში 70–მდე კულინარი იღებდა მონაწილეობას. 

© photo: Masterchef Georgia / FBГрузинское кулинарное телешоу "Мастер-шеф"
„მასტერ–შეფის“ ახალი სეზონი ოქტომბერში დაიწყება - Sputnik საქართველო
Грузинское кулинарное телешоу "Мастер-шеф"

შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული 19 წლის სტუდენტი ია ძაგანია გახდა. პრიზის სახით გოგონამ შეფ–მზარეულის წოდება და ბინა მიიღო. ია ძაგანიას ექსპერიმენტები ძალიან უყვარს. სწორედ მას ეკუთვნის აჯიკის მურაბა და ყველისგან დამზადებული ჩურჩხელა, რომელსაც „ჩუყველა“ დაარქვა ( ორი სიტყვის – ჩურჩხელა და ყველი – პირველი მარცვალი, რედ.).

მეორე სეზონის ფინალური ქასთინგები აგვისტო–სექტემბრის პერიოდში უკვე გაიმართა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

როგორც პირველ სეზონზე, პროექტის მონაწილეებს სამი შეფ–მზარეულისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს: საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის“ დამაარსებელი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, შეფ–მზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიის აკადემიის ლექტორი, შეფ–მზარეული ლუკა ნაჭყებია.

პირველი არხის ეთერში შოუ „მასტერ–შოუ“ შაბათობით,  22:00 საათზე გავა – ზუსტ თარიღს ორგანიზატორები უახლოეს მომავალში დააანონსებენ.

ყველა ახალი ამბავი
0