ტრაილერი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა: პატრულის თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის უფრო მძიმედ დაშავებული თანამშრომელი ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ქართული მასმედია.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საშინელი ტრაგედია: 19 წლის ქართველი მორაგბე ავარიამ იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულია ეკიპაჟის ორივე წევრი.

საპატრულო პოლიციის უფრო მძიმედ დაშავებული თანამშრომელი ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

„ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტი შემოიყვანეს კომატოზური მდგომარეობით. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია პირველადი დახმარება და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მიღწეული სტაბილიზაციის შემდგომ გადაწყდა შემდგომი მკურნალობისთვის მისი დედაქალაქში გადაყვანა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა", – განაცხადა რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური