საქართველოში ჯარიმების ამნისტია გამოცხადდა

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშიხანდაზმული ადამიანი ბაზარში პროდუქტებს ყიდულობს
ხანდაზმული ადამიანი ბაზარში პროდუქტებს ყიდულობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამნისტია შეეხება საქართველოს მოქალაქეთა ექვს კატეგორიას, რომლებსაც ჯამში 37 ათასზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადასახადისგან გაათავისუფლებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამნისტია და გამკაცრებული პასუხისმგებლობა... ანუ შენების ახალი წესები... >>

ამნისტია შეეხება სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და დევნილებს.

საუბარია 37,3 ათას დარღვევაზე და 23,5 მილიონი ლარის ჯარიმა-საურავების ჩამოწერაზე.

ჯარიმები ჩამოეწერება იმათ, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა. ამნისტია არ შეეხება მხოლოდ თბილისში პარკირების წესების დამრღვევებს.

კატეგორია დარღვევების რაოდენობა  თანხა (ლარი)
იძულებით გადაადგილებული პირები 5 861 2 607 063
ვეტერანები 1 188 662 281
სოციალურად დაუცველები 25 887 16 909 193
პენსიონერები 2 199 1 853 933
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 2 083 1 451 459
მარტოხელა მშობლები  132 54 248

„აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის თანამშრომლებს ხშირად იმ ადამიანების შეწუხება უწევთ, რომელთაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ. ყოველდღიურ რეჟიმში ახსენებენ – გადაიხადე ესა თუ ის თანხა! ამ კანონით კი ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0