Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნუ პროფესორობ რა“ – ნინა სუბლატი გააკრიტიკეს, რას პასუხობს მომღერალი თაყვანისმცემელს

© photo: Nina Sublatti / FBნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის მიმზიდველი და საყვარელი მომღერალი გამორჩეულია სასცენო იმიჯითა და შესრულების მანერით. „საქართველოს ვარსკვლავის“ მეშვეობით მუსიკის მოყვარულები ნინას ხმის ტემბრითა და მიმზიდველი გარეგნობით აღფრთოვანდნენ

მშვენიერი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი უახლესი ფოტოსესიები საზეიმო ვითარებაშია გადაღებული და გაოცებას იწვევს. მომღერალი მოტივაციის ძიებაში ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ამის შესახებ პირად გვერდზე ჰყვება. რამდენიმე თვის წინ მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს სახლის კარი გაუღო და საკუთარი მუზის შესახებ ესაუბრა. ნინას თქმით, ახლა განსაკუთრებულ ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და ბუნებასთან, რადგან ქალაქგარეთ აგარაკი იყიდა.

უწყინარი და უაღრესად ლამაზი შემსრულებლის ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი კარიერის დასაწყისი რამდენიმე სკანდალით იყო მოცული, მაგრამ ნინა მის გარშემო ატეხილ ჭორ-მართალს მშვიდად ხვდებოდა და ადრე თუ გვიან პასუხის გარეშე არ ტოვებდა. მისი ახალი პარტნიორი გიორგი შამანაურია. წყვილმა ურთიერთობა 2013 წელს გააოფიციალურა. წყვილმა წლების წინ იუსტიციის სახლში ხელი მოაწერა და ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მათ ნიკოლოზ რაჭველი და სოფო ტოროშელიძე ახლავთ.

ნინა ვრცელი ინტერვიუებით და საჯარო გამოსვლებით არ გამოირჩევა, მაგრამ ბოლო პერიოდში საკუთარ აზრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისმა ბოლო პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მას ბევრი პოზიტიური და ნეგატიური კომენტარით გამოეხმაურნენ. "თუ რჩევა გინდათ მიიღოთ, გინდა პირადულზე, გინდა კარიერულზე, ზოგადზე თუ პიროვნულზე, კითხეთ და სთხოვეთ ეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ სფეროებში თქვენზე უკეთესები და წინ წასულები არიან და არა პირიქით“, – ამბობს ნინა.

ერთ-ერთი განსხვავებული არტისტის თქმით, ადამიანმა რჩევა წარმატებული ადამიანისგან უნდა მიიღოს. „ლუზერის მოცემული რჩევა რა თქმა უნდა იქნება ლუზერული. როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეს ეს ლუზერი... და ასევე, როდესაც გულის სიღმეში გრძნობ, რომ ლუზერი ხარ და ამას აუცილებლად გრძნობ თუ ხარ, შეეშვი რა პროფესორობას“. სუბლატის ამ პოსტს მომხმარებელი გამოეხმაურა სიტყვებით – „ნუ პროფესორობ რა“, რაც ნინამ უპასუხოდ არ დატოვა – „რაო ლუზერო, თან ნეგატიურ სიშტერეებს მიკომენტარებ და თან ფრენდ რექვესთს მიგზავნი? 2x ხარ“.

ყველა ახალი ამბავი
0